• მინერალური წყალი




    დღეის მდგომარეობით კომპანია ასხავს მინერალურ წყალს ორი ჭაბურღილიდან, ჭაბურღილი №1 (10) რომელიც გამოირჩევა დაბალი მინერალიზაციით 1,2დან--2-მდე გ/ლ, დებეტით 55მ³ დ/ღ და ჭაბურღილი №2 (10ა) რომელიც მინერალიზაცია არის 5 დან-7მდე გ/ლ დებეტით 60მ³ დ/ღ.

    გაზირებული მინერალური წყაროს წყალი „ჩარგალი“,  ისხმება შუშის ბოთლში, მოცულობით 0,5 ლიტრი, პეტ ბოთლში 0,5ლ; 1ლ; 1,5ლ;;  წელიწადში 18 000 000ლ

  • წყაროს წყალი




    წყარო განლაგებულია ქარხნიდან 800 მეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1100 მეტრის სიმაღლეზე.  (დებეტით 80 მ3დღე-ღამეში).

    ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევების მიხედვით „ჩარგალის წყაროს წყალი“ შეიცავს ყველა საჭირო მინერალებს. ქიმიური შემადგენლობა და გემოვნებითი თვისებები შეესაბამება მსოფლიოს ყველაზე მაღალ სტანდარტებს.

  • ლიმონათი


    კომპანია აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა გამაგრილებელ გაზიან სასმელს. სასმელს  ახასიათებს მაღალი  ხარისხის  არომატის და გემოვნური თვისებები, რადგან ლიმონათში გამოყენებული  არომატიზატორები, მზადდება ხილის ნედლეულისგან. სასმელი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებს და ვიტამინებს.
  • არომატიზატორები «ჩარგალი»
    კომპანია “ჩარგალის წყაროები”  ნატურალური ხილისა და მცენარეულის გადამუშავებით ამზადებს ეკოლოგიურად სუფთა არომატიზატორებს,, რომელიც გამოირჩევა  მაღალი არომატული თვისებებით. ქართული ხილი გამოიყენება  როგორც ნედლეული. არომატიზატორში შემავალი ნივთიერებები მიიღება მცენარეთა ნაყოფიდან, ნაყენისა და ეთერზეთებისგან და შეიცავს ნაყოფის ბიოლოგიურად აქტიურ ყველა ნივთიერებას, დიდი რაოდენობით ვიტამინებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე.