საუკუნეების განმავლობაში საბადო ცნობილი იყო თავისი მინერალური წყაროებით. საქართველოს ყველა რეგიონიდან  ჩამოდიოდა ხალხი ამ წყლის დასაგროვებლად, რადგან ეს წყალი ცნობილი იყო თავისი  სამკურნალო თვისებებით. 1956 წელს სოფელ ჩარგალთან მდინარე შავის არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე გეოლოგებმა დაიწყეს ბორჯომის მსგავსი მინერალური წყლების ძიება. გაიბურღა  40-დან 250 მეტრამდე სიღრმის 26 ჭაბურღილი, ყველა მათგანი აღმოჩნდა წარმატებული. ექვსს მათგანს მიენიჭა დასალევი წყლის კატეგორია, მინერალიზაციით 1,5-7 გ/ლ (დებეტით 250 მ3 დღე - ღამეში). დანარჩენ ჭაბურღილებში იქნა აღმოჩენილი წყალი სხვადასხვა სამკურნალო თვისებით, რის საფუძველზეც 1967 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური ცენტრი,სადაც კურნავდნენ 40- მდე დაავადებას.

1961 წელს აშენდა წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა, სადაც დაიწყო მინერალური წყლის „ვაჟას წყარო“-ს ჩამოსხმა. ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობდა სოციალისტურ და საბჭოთა ქვეყნებში.